სომხეთმა რუსეთს აცნობა, რომ “ეფ-ეს-ბეს“ მესაზღვრეებმა უნდა დატოვონ ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტი. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ რუსეთს გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რომელშიც გამოხატა მკაფიო პოზიცია „ჩვენ ვაცნობეთ, რომ ზვართნოცის აეროპორტში სომხეთის სასაზღვრო ჯარებმა უნდა იმსახურონ“, - განაცხადა მან.
რუსი მესაზღვრეები ერევნის აეროპორტში 1992 წლის ხელშეკრულების შესაბამისად იმყოფებიან. მანამდე სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა მოუწოდა მათი გაყვანისკენ და აღნიშნა, რომ იაინი არათუ იცავდნენ საზღვრებს, არამედ ყველაფერი გააკეთეს, რომ ის უფრო დაუცველი გამხდარიყო. სიმონიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთს შეუძლია თავის დაცვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ოფიციალური ერევნის „არამეგობრული ქცევის“ კიდევ ერთი მაგალითი უწოდა.
რუსი მესაზღვრეების გაყვანა ასევე დაჟინებით მოითხოვა მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მდივანმა, არტურ ოვანესიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი აწუხებს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ „საზოგადოების უმრავლესობასაც“.