თბილისის მასშტაბით გაზის გამათბობლების 30 % არასწორადაა დამონტაჟებული. ამის შესახებ "ყაზტრანს გაზ-თბილისის" წარმომადგენლებთან შეხვედრისას დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რის კონტექსტშიც, საზოგადოებას მეტი ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"ჩვენი ინფორმაციით, გაზის გამათბობლების 30 % კუსტარულად, არასწორად არის დამონტაჟებული. ეს რეალურად წარმოადგენს ნელი მოქმედების ნაღმს თითოეულ ჩვენგანის ოჯახში", - აღნიშნა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ მერიისა და აღნიშნული კომპანიის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შესაბამისი ჯგუფი გამოიძახოს და საკუთარი გამათბობლის ვარგისიანობა და ის, თუ რამდენად სწორად არის დამონტაჟებული, სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმოს.