რუსეთი დეგრადაციას განიცდის. მათ ვისაც საკუთარი თავის გადარჩენა შეუძლიათ - მიდიან. ხოდორკოვსკის პროცესის გამო ბიზნესი თავის დასკვნებს გააკეთებს და მიხვდება, რომ აქ დარჩენა უბრალო საშიშია. აცხადებს რუსი ჟურნალისტი, დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ინტერნეტ-პორტალ "RFI "-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
"რუსეთი ვითარდება ერთი მიმართულებით - დეგრადირებს. მათ ვისაც საკუთარი თავის გადარჩენა შეუძლიათ - მიდიან. ბიზნესი თავის დასკვნებს გააკეთებს და მიხვდება, რომ აქ დარჩენა უბრალო საშიშია. ახალგაზრდობაც გააკეთებს დასკვნებს. ადამიანები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ამ პროცესის მიხედვით თავის მომავალს განსაზღვრავდნენ", _აცხადებს ნოვოდვორსკაია და აღნიშნავს, რომ რუსეთის მომავალი ბედი კი იქნება - კიდევ უფრო შორს დასავლეთისაგან და უფრო ახლოს ჩინეთთან, ვიდრე ნავთობსა და გაზზე ფასი არ დავარდება - ნულამდე. მაშინ რუსეთს ექნება კიდევ ერთი მცდელობა როგორღაც დაუბრუნდეს ევროპულ გზას, იმიტომ რომ მაშინ საშინელი სიტუაცია იქნება.
"ის ვინც ვერ მოერგება ევროპულ პირობებს უბრალოდ მოკვდება. პრეზიდენტი სარკოზი კი ფუი, ეშმაკს რუსეთის მმართველ მანიაკებს ვერტმფრენმზიდებს აძლევს. ამიტომ რატომ უნდა მიდიოდეს რუსეთი სხვა მიმართულებით? იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს ცივილიზაციიის თავს და ევროპული ფასეულობების თავს. რუსეთი იგივე მიმართულებით მიდის - ანუ თავისი დაღუპვისკენ", - აცხადებს ნოვოდვორსკაია.