დროა, უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ, ჩვენ, ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც მშიშრები არ უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩეხეთში ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა. მაკრონი ერთდღიანი ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება.
„საფრანგეთმა და ჩეხეთმა კარგად იციან, რომ ჩვენს მიწაზე, ევროპაში ომი დაბრუნდა. ზოგიერთი ძალა, რომელიც შეუჩერებელი გახდა, ყოველდღიურად აფართოებს თავდასხმის საფრთხეს. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვართ და მოგვიწევს ისტორიის და იმ გამბედაობის დაცვა, რომელიც ამას მოითხოვს“, – განაცხადა მაკრონმა.
ვიზიტისას მაკრონი შეხვდება ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველსა და პრემიერ- მინისტრს, პეტრ ფიალას.