რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა 43:5 დაამარცხა და 17 მარტს ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ამ შეხვედრაში გუნდები, ტრადიციულად, ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც იბრძოდნენ, რომელიც, მსოფლიო თასის მატჩების გარდა, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ყველა საერთაშორისო შეხვედრის დროს თამაშდება.
ტრადიციას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა. მას შემდეგ აღნიშნული თასი 24-ედ გათამაშდა – 18-ჯერ „ბორჯღალოსნებმა“ (მათ შორის, ბოლო რვა გათამაშებაში ზედიზედ) მოიგეს, 6-ჯერ – რუმინელებმა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება, რომელშიც პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. მატჩი ლისაბონში 3 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში შედგება.
ირაკლი ტყემალაძის ფოტო (საქართველოს რაგბის კავშირი)