უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენსტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
ორბანის თქმით, ტრამპი იქნება აშშ-ის ძლიერი პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ომები - რუსეთსა და უკრაინას შორის და ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიმეორა არაერთხელ გაჟღერებული თეზისები, რომ ის მხარს უჭერს უკრაინაში სწრაფ მშვიდობას, რადგან ეს საჭიროა „მთელი მსოფლიოს ინტერესებისთვის“ და გაიხსენა, რომ მეზობელ სახელმწიფოში ცხოვრობენ უნგრელები, რომელთაგან ბევრი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს."
მედია ადრე იტყობინებოდა, რომ ტრამპი გეგმავს უმასპინძლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს 8 მარტს ფლორიდაში, მის მარ-ა-ლაგოში.