უკრაინული მედიის ცნობით, 1-ელ მარტს ხარკოვში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას.
ზელენსკის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს ნიდერლანდების მიერ 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას 2024 წლისთვის და მომდევნო ათი წლის განმავლობაში.
დოკუმენტი განსაზღვრავს საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, საზღვაო და შორი დისტანციური იარაღის სფეროში დახმარების გაწევის პრიორიტეტებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საჰაერო ძალების გაძლიერებას.
"შეთანხმება აფორმებს ნიდერლანდების პრინციპულ პოზიციას, გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, აიძულოს იგი აანაზღაუროს ზარალი და აგრესორი სასამართლოს წინაშე წარდგეს. დოკუმენტის მიხედვით, ნიდერლანდები ასევე მხარს უჭერს უკრაინის მომავალ წევრობას ევროკავშირსა და ნატო-ში", - წერს ზელენსკი. სოციალურ ქსელებში.
შეგახსენებთ, უკრაინამ, ნიდერლანდების გარდა, უსაფრთხოების შეთანხმებები უკვე გააფორმა ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიათან, ასევე იტალიასთან და კანადასთან.
მარკ რუტე უკრაინაში დღეს ჩავიდა, ის იმყოფებოდა ხარკოვში და საკუთარი თვალით იხილა რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული ქალაქი. მარკ რუტემ პატივი მიაგო ომის შედეგად დაღუპულების ხსოვნას. ის შეხვდა დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს, ესტუმრა მეტროში მოწყობილ სკოლასაც, სადაც 858 მოსწავლე სწავლობს.