იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და იმ ახალ სერვისებზე ისაუბრა, რაც სამინისტრომ მოქალაქეებს შესთავაზა.
ვაშაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ 2010 წლის განმავლობაში მოქალაქეებს 100-მდე ახალი გამარტივებული სერვისი შესთავაზა, რითაც 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
მისივე განმარტებით, სამოქალაქო რეესტრში წლის განმავლობაში დაინერგა ბიომეტრიული პასპორტი, ონლაინ რეჟიმში მოქალაქეების განაცხადის შევსება, ქორწინების რეგისტრაცია 24 სააათის განმავლობაში; დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების მოწმობის, უძრავ ნივთებზე არსებული უფლებების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობების გაცემა.
ვაშაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროში გატარებული რეფორმებისა და დანერგილი სიახლეების მიხედვით საქართველო მსოფლიოში წელსაც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანაა.
,,ტრასფარანს ინტერნეიშნალის" კვლევების შედეგების თანახმად კი საქარათველო 81 ქვეყანას შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ყველაზე წარმატებული ქვეყანაა.
,,2011 წელს იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს რეფორმების კურსს და კიდევ უფო გამარტივებულ პროცედურებს შესთავაზებს მოქალაქეებს, შეიქმნება იუსტიციის სახლები და ყველა სერვისის მიღება მოქალაქეებს ერთ სივრცეში შეეძლებათ, რითიც ისინი დროსა და ფინანსებს დაზოგავენ", _ აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, 2011 წლის გაზაფხულზე იუსტიციის სახლების გახსნა რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში იგეგმება. ასევე მომავალი წლიდან ძალაში შევა ელექტრონილი პირადობის მოწმობები და დაიწყება საუკუნის პროექტი _ დამისამართების ერთიანი სისტემა.