საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ დასავლეთმა არ უნდა დაუშვას „აგრესორის დამშვიდების“ სცენარის გამეორება, როგორც მეორე მსოფლიო ომამდე, რომელმაც საბოლოოდ ვერ შეძლო კიდევ უფრო უარესი ომის თავიდან აცილება.
„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ისეთი პერიოდის გამეორება, როგორიც იყო 1938 წლის სექტემბერი, როდესაც ჩეხოსლოვაკია „დათმეს“ ეფემერული მშვიდობისთვის... ახლა ჩვენი მიზანია რუსეთმა წააგოს, ისე, რომ მას არ ვეომოთ. და ამ ფარგლებში, არც ერთი ნაბიჯის გამორიცხვა არ შეიძლება“, - აღნიშნა სტეფან სეჟურნემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ესკალაციაში“ დასავლეთის დედაქალაქების დადანაშაულება შეუსაბამოა.
"ისინი, ვინც ახლა ესკალაციას უწყობენ ხელს, არიან რუსები. რუსები უტევენ უკრაინას. სწორედ რუსეთი ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას", - აღნიშნა სეჟურნემ.
სეჟურნემ განაცხადა, რომ ევროპელებმა უნდა იცოდნენ მათთვის უშუალო შედეგები უკრაინისთვის ომის კატასტროფული შედეგის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, რომ მილიონობით უკრაინელი თავს შეაფარებს დასავლეთში და რუსეთი კიდევ უფრო მეტ წონას მოიპოვებს, როგორც მარცვლეულის ექსპორტიორი და შეძლებს ევროპული სახელმწიფოების „ბაზარზე შეტევას “.