ძალიან გვაინტერესებს, ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, რადგან საფრთხე არის ძალიან რეალური და ეს აისახება კონკრეტული საერთაშორისო კვლევების შედეგად საზოგადოებაზე, მომავალ თაობებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
„ოპონენტებმა მაშინ ნაწილობრივ მოახერხეს, რომ ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს დაარქვეს რუსული კანონი. გააცნობიერა ბევრმა ადამიანმა, რომ ეს იყო დიდი ტყუილი და საუკუნის აფიორა, ეს კიდევ აბსოლუტურად სხვა თემაა. ამ თემას ისინი ასე აშკარად ვეღარ დაუპირისპირდებიან, რადგან ეს გაცილებით ხელისგულზე ჩანს, ეს გაცილებით ცნობილი პრობლემაა საზოგადოებისთვის, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. ეს პროპაგანდა იმდენად ხილულია, რომ საფრთხე ჩანს გაცილების აშკარად ,ვიდრე ის საფრთხე, მაგალითად ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს დეკლარირებაც რომ არ უნდათ თავისი ფინანსის და გამჭვირვალობაზე რომ არ ლაპარაკობს, აქედან თანმდევი ჯაჭვური საფრთხე სად მიდის ბოლოს,ეს არ არის იმდენად ხილული. მაგრამ ამ საკითხთან დაუპირისპირებლობა, ამ საკითხის პრევენციის არარსებობამ რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს, უკვე საკუთარ შვილებზე შეიძლება, იგრძნონ ადამიანებმა და ამიტომ ეს საფრთხე იმდენად რეალურია, აქ ასე სპეკულაციურ დაპირისპირებას ვერ გაბედავენ. პირდაპირ ვამბობ, გადაჭარბების გარეშე, ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას ძალიან გვაინტერესებს. საფრთხე არის ძალიან რეალური და საფრთხე აისახება კონკრეტული საერთაშორისო კვლევების შედეგად საზოგადოებაზე, მომავალ თაობებზე. ჩვენ თუ არ გავმიჯნავთ უფლებების დაცვას, რაც მაღალ ხარისხზე უნდა ავიტანოთ კიდევ და კიდევ ყოველწლიურად პროპაგანდისგან ,ჩვენ ეს საფრთხე აგერ გვექნება, წლების განმავლობაში კიდევ და კიდევ უფრო მძაფრი იქნება. ამიტომ ისინი ვერ გაბედავენ ამას“, – განაცხადა მდინარაძემ.