ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქზე განცხადებით გამოხატა სურვილი, რომ საქართველოს ეკლესია იქნება ქართველი ხალხის გვერდით.
„მე როგორც მესმის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოხატა იმედი და სურვილი, რომ საქართველოს ეკლესია იქნება ქართველი ხალხის გვერდით იმ მთავარი ამოცანის შესასრულებლად, მთავარი ეროვნული მიზნის განხორციელებაში, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ – ჩვენი ქართველი ხალხის მომავალი არის ევროკავშირში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.