ილინიოსის შტატის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციის მე-14 შესწორება გამოიყენა, რომელიც უკრძალავს ფედერალური თანამდებობების დაკავებას პირებს, რომლებიც ამბოხში მონაწილეობდნენ. იუწყება CNN
აღნიშნულია, რომ ტრამპს აპელაციის შესატანად მცირე დრო აქვს.
„მოულოდნელი გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, იმ დროს როდესაც მსგავსი ტრამპის საწინააღმდეგო სარჩელი განიხილება კოლორადოდან აშშ-ის უზენაესი სასამართლოში, რომელიც სავარაუდოდ უარყოფს არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ტრამპს ეკრძალება პრეზიდენტის პოსტის დაკავება.
საოლქო მოსამართლე ტრეისი პორტერი დიდწილად ეყრდნობოდა კოლორადოს უზენაესი სასამართლოს წინა მოსაზრებას და კოლორადოს შტატის არგუმენტებს "დამაჯერებელი" უწოდა.
”სასამართლო ასევე აღიარებს ამ გადაწყვეტილების მასშტაბებს და მის გავლენას ილინოისის მომავალ პრაიმერიზზე. ილინოისის საარჩევნო საბჭომ უნდა ამოიღოს დონალდ ტრამპი 2024 წლის 19 მარტის პრაიმერიზიდან, ან გააუქმოს მისთვის მიცემული ყველა ხმა“, - - წერს პორტერი.
ილინოისი გახდა მესამე შტატი, რომელმაც ტრამპი ამოიღო საარჩევნო ბიულეტენიდან, კოლორადოსა და მეინის შემდეგ.