„ნაპოლიმ“ სტუმრად აუტსაიდერი „სასუოლო“ 6:1 გაანადგურა. ხვიჩა კვარაცხელიას სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა. მან ორი გოლი გაიტანა, მანამდე კი ვიკტორ ოსიმენს დუბლი შეასრულებინა.
ანგარიში მასპინძლებმა მე-17 წუთზე უროს რაკიჩის ეფექტური შორეული დარტყმით გახსნეს.
შესვენებამდე „ნაპოლიმ“ თამაში შემოატრიალა. 29-ე წუთზე ნეაპოლელების სწრაფი ფლანგური შეტევა ამირ რაჰმანიმ დააგვირგვინა, ორ წუთში „სასუოლოს“ კარი ვიქტორ ოსიმენმა აიღო, რომელმაც 41-ე წუთზე დუბლი შეასრულა – ნიგერიელმა თავდამსხმელმა ორივეჯერ თავი მატეო პოლიტანოს გადაცემით გამოიჩინა.

47-ე წუთზე მცველის პასი ჩაჭრა და ოსიმენს გაატანინა, 4 წუთში კი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. მატჩს წერტილი ქართველმა შემტევმა 75-ე წუთზე განმეორებითი დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში მერვე გოლი და მეოთხე საგოლე გადაცემაა.
26 მატჩის შემდეგ ნაპოლის 40 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა, გუნდს მე-5 ადგილამდე (რომელიც, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანია) 6 ქულა აშორებს. კვარაცხელია და კომპანია 3 მარტს "დიეგო არმანდო მარადონაზე" იუვენტუსს მასპინძლობს.