დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე გიორგი ბარამია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
სტუდენტებთან შესახვედრისას გიორგი ბარამია ისაუბრებს ოკუპირებული ტერიტორიების, უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების თემატიკაზე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის საკითხებზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამომავლო გეგმებზე.
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პერიოდულად მართავს მსგავს შეხვედრებს, როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე სხვა საზოგადო მოღვაწეებთან,
რაც მნიშვნელოვანია იმისთვის რომ, სტუდენტები იყვნენ ინფორმირებულები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსდა 2004 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე. კავკასიის ბიზნესის სკოლა დაარსდა 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით.
დღეისათვის კავკასიის უნივერსიტეტის შემადგენლობაშია შვიდი სკოლა: კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა, კავკასიის სამართლის სკოლა, კავკასიის მედიის სკოლა, კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა, კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა და ახლად გახსნილი კავკასიის ტურიზმის სკოლა ქალაქ ბათუმში.
კავკასიის უნივერსიტეტის მთავარი ამოცანაა შექმნას ისეთი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რომლებიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
ღონისძიება დღეს, 29 დეკემბერს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის "ც" კორპუსში (კოსტავას #77) გაიმართება.