ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 72 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 3 000-ზე მეტი ტყვია ამოიღეს, რომელთაგან ზოგიერთის მოქმედების რადიუსი 135 კმ-ს შეადგენს. იუწყება BBC
პროკურატურის თანახმად, 88 წლის ალენ დელონს იარაღის ფლობის ნებართვა არ ჰქონდა.
მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, მსახიობს 2019 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ასევე აწუხებს კიდევ ერთი სერიოზული დაავადება, თუმცა უცნობია, რა დაავადება ქვს მას.