უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში გვიან საღამოს ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ.
ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგლი ჰასანმა სოციალურ ქსელში ზელენსკის ჩასვლას უწოდა „გარდამტეხი მომენტი უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გმირულ ბრძოლაში“.
ზელენსკი უკრაინის სამიტის ფარგლებში შეხვდება ალბანეთის პრემიერ-მინისტრს ედი რამას და სხვა რეგიონულ ლიდერებს.
თებერვლის დასაწყისში ალბანეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტირანის მხარდაჭერა უკრაინისადმი მაღალი შეფასება მისცა.
ზელენსკი მანამდე საუდის არაბეთში იმუოფებოდა. ვიზიტის დროს ის შეხვდა ტახტის მემკვიდრე პრინცს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს და განიხილა მასთან მშვიდობის ფორმულა.