წუხელ იაშვილის სახელობის კლინიკაში გურჯაანიდან 12 წლის მოზარდი გადმოიყვანეს.
ხვიჩა გიგუაშვილს მაღალი ძაბვის დენმა დაარტყა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის ლიანდაგებზე თამაშობდა.
მომხდარის შედეგად მოზარდმა პირველი ხარისხის დამწვობა მიიღო. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, 24-საათიანი მონიტორინგის შემდეგ გაირკვევა, ემუქრება თუ არა მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე.