საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უახლოეს რამდენიმე წელში ნატოს ქვეყნებს თავს დაესხას, მისივე თქმით, ამას მოწმობს ბოლო კვირებში მოსკოვის ქმედებები. იუწყება Euractiv
26 თებერვალს პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ არაფორმალურ სამიტზე მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი და რომ ევროპის უსაფრთხოება სასწორზე დგას.
„მე აღვნიშნე, რომ ამ მაგიდის გარშემო წარმოდგენილმა მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანამ თქვა... რომ საერთო კონსენსუსი მდგომარეობს იმაში, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსეთის თავდასხმისთვის {ამ ქვეყნებზე},“ - განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ ყველა ლიდერი თანხმდება, რომ მათ არ სურთ ომი რუს ხალხთან. მათ ასევე გამოთქვეს განზრახვა შეაკავონ ესკალაცია, როგორც ეს მოხდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაკრონის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროპელი სამხედრო ლიდერები ბოლო კვირებში სულ უფრო მეტ განცახებას აკეთებენ, რომ მათ მიაჩნიათ, რომ მომდევნო ათწლეულში ნატო-ზე თავდასხმას შეეცდება.