ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და სექსისტურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. როგორც ადვოკატმა კარინე დიურიე-დიბოლტმა სააგენტო AFP- ს განუცხადა, 53 წლის პროდიუსერმა ამელიმ, რომელიც დეპარდიესთან ერთად მუშაობდა ფილმის Les volets verts-ის გადასაღებ მოედანზე 2021 წლის სექტემბერში, პარიზის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
გამოცემა Mediapart-ი წერს, რომ დეპარდიემ ქალს ბევრი შეურაცხმყოფელი შენიშვნა მისცა. შემდეგ, სავარაუდოდ, ხელი მოჰკიდა მას და შეეხო წელზე, მკერდსა და მუცელზე. ქალმა განაცხადა, რომ ოთახში შესულმა მსახიობის დაცვის თანამშრომლებმა ის შემდგომი შევიწროებისგან გადაარჩინეს. გადასაღებ მოედანზე კიდევ ერთმა თანამშრომელმა, 33 წლის პროდიუსერის ასისტენტმა, ასევე დაადანაშაულა მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში. მისი თქმით, 2021 წლის 31 აგვისტოს გადაღებების დროს დეპარდიე მას მკერდსა და საჯდომზე ორჯერ ხელით შეეხო. პარიზის პროკურატურამ არ დაადასტურა საჩივრის მიღება, მსახიობის იურიდიულმა მრჩევლებმა კი არ უპასუხეს AFP-ის მოთხოვნას.
75 წლის დეპარდიეს არაერთხელ დასდეს ბრალი სექსუალურ ძალადობაში. 2023 წლის აპრილში 13 ქალმა - მსახიობებმა, სტატისტებმა და ვიზაჟისტებმა - მსახიობის უხასმი ქცევების შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით ესპანელმა ჟურნალისტმა რუთ ბასამ განაცხადა, რომ 1995 წელს, როდესაც დეპარდიესგან ინტერვიუს იღებდა ჟურნალ Cinemanía-სთვის მისი მხირიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.
დეპარდიეს მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობმა პიერ რიშარმა, რომელსაც არაერთ ფილმში უთამაშია დეპარდიესთან ერთად, ასევე საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ, მოდელმა და მომღერალმა კარლა ბრუნიმ და ფრანგული კულტურის 48 სხვა წარმომადგენემა. Le Figaro-ში გამოქვეყნებულ კოლექტიურ წერილში დეპარდიე აღწერილია, როგორც ყველა დროის უდიდესი მსახიობი და უკანასკნელი "კინემატოგრაფიის წმინდა გიგანტი". ხელმომწერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს მსახიობის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიიური განწყობების გამო.