ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩი მადრიდის „რეალსა“ და ს“ევილიას“ შორის ილია თოფურიამ გახსნა. UFC-ს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დიდი ოვაციებით და პატივით დახვდნენ.
ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, 18 თებერვალს შერეული ორთაბრძოლების ლეგენდარული ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. ილია საქართველოსთვისაც და ესპანეთისთვისაც პირველი სპორტსმენია, ვინც UFC-ის ჩემპიონი გახდა.
ცნობილია, რომ ილია „რეალის“ გულშემატკივარია. მან ადგილობრივ ნაყურეელს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა და სიმბოლურად თამაშიც დაიწყო.
ილიას ფანების გარდა, თბილად მიესალმნენ ფეხბურთელები ორივე გუნდის რიგებიდან, მათ შორის, სერხიო რამოსიც, რომელთანაც მეგობრობს.