გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა მასირებული იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე. დანგრეულია რამდენიმე შენობა, მათ შორის ეკლესია. უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა დარტყმები С-300-ის ტიპის რაკეტებით განახორციელეს.
დაშავდა ერთი მშვიდობინი მოქალაქე.
ძლიერი დაზიანება მიიღო რკინიგზის სადგურმა. დაინგრა ეკლესია, 2 კერძო და 12 მრავალსართულიანი კორპუსი, 21 მაღაზია, 19 სავაჭრო პავილიონი, სამი სასწავლო დაწესებულება, 2 ამინისტრაციული შენობა, ფოსტა, ჯიხური.