აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ კაროლინას შტატის პრაიმერიზში იმარჯვებს. იუწყება Associated Press
ტრამპმა გაიმარჯვა ყველა რბოლაში, სადაც რესპუბლიკელების კანდიდატურები განიხილებოდა, კერძოდ აიოვაში, ნიუ ჰემფშირში, ნევადაში და ვირჯინიის კუნძულებზე.
АР აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბოლო გამარჯვება, სავარაუდოდ, გაზრდის ზეწოლას ნიკი ჰეილიზე, რომელიც იყო ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში და სამხრეთ კაროლინას გუბერნატორი 2011 წლიდან 2017 წლამდე, უარი თქვას რბოლაზე.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 2020 წლის მსგავსი რევანში ტრამპსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის, სულ უფრო გარდაუვალი ხდება.
ამასთან, ჰეილიმ პირობა დადო, რომ დარჩებოდა რბოლაში მინიმუმ 5 მარტის პრაიმერიზამდე. მან ვერ შეძლო ტრამპის დამარცხება თავისივე შტატში, მიუხედავად იმისა, რომ ჩაატარა გაცილებით ბევრი წინასაარჩევნო ღონისძიება და ამტკიცებდა, რომ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ხელს შეუშლის მას ბაიდენის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში ბაიდენმა სამხრეთ კაროლინაში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა.