ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიივში ყოფნისას განაცხადა, რომ 2024 წლის მარტის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირი ჩაატარებს მნიშვნელოვან პროცესს - გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე, უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად.
მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინას მივაწვდით ზოგად ჩარჩოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის, - განაცხადა უსრულა ფონ დელ ლაიენმა.
მან უკრაინულ მხარეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
მანამდე ფონ დერ ლაიენმა აცხადებდა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო არ იქნება მზად ევროპულ არჩევნებამდე, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება.