უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს მიმართვისას მოუწოდა უკრაინას დროულად მიაწოდონ დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"თქვენ კარგად იცით, რა გვჭირდება ჩვენი ცის დასაცავად, ჩვენი არმიის გასაძლიერებლად და თქვენ იცით ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ მხარი დავუჭიროთ და გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებები ზღვაში. თქვენ კარგად გესმით, რომ ეს ყველაფერი გვჭირდება დროულად, თქვენი იმედი გვაქვს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა უკვე „ბევრს მიაღწიეს და მსოფლიო გრძნობს, რომ პუტინმა შესაძლოა ომი წააგოს“.
„და როცა ის დამარცხდება, მსოფლიოში არა მხოლოდ ერთი ადამიანი გაიმარჯვებს, არამედ ხალხი მთელი მსოფლიოდან და საერთაშორისო სამართალი, ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ“, - თქვა მან.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა G7-ის ქვეყნებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „24 თებერვლის იმ საზარელმა დღემ და რუსეთის მიერ მოტანილმა საშინელებამ უკრაინას მაინც ვერ წაართვა ნორმალური მომავალი“.