უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე არ გამოიყენებს. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება А-50-სა და მტრის სხვა თვითმფრინავების ჩამოგდებას, ეს ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინისა და პარტნიორების კავშირის შედეგია. ამ კავშირის გარეშე ძალიან რთული იქნებოდა, ზოგიერთი მიმართულებით კი ჩვენი სახელმწიფოს დაცვა შეუძლებელია.
„უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, არ აქვს უფლება და არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ტერიტორიებზე, გარდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა“, - აღნისნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს მტრის ტექნიკის განადგურებაში გაწეული ეფექტიანი მუშაობისთვის, პარტნიორებს კი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის.
23 თებერვალს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი იეისკსა და კრასნოდარს შორის.
უკრაინული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჩამოაგდეს საბჭოთა С-200-ის ტიპის საზენიტო სისტემებით.
23 თებერვალს ჩამოგდებულ რუსულ A-50-ის ტიპის თვითმფრინავში 10 ოკუპანტების 10-წევრიანი ეკიპაჟი დაიღუპა.