რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტი ჰოსტომელში ჩავიდა, იქ, სადაც ზელენსკის თქმით, "კიევის სამ დღეში აღება" უნდა დაწყებულიყო.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა ნორმალურ ადამიანს სურს ომის დასრულება, თუმცა არავინ დაუშვებს უკრაინის დასრულებას.
„ორი წლის წინ მტრის დესანტს აქ ცეცხლით დავხვდით, ორი წლის შემდეგ კი ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ვხვდებით. ყველას განსხვავებული ისტორია აქვს ომის დაწყების, თუმცა ამ ომის ერთადერთი ფინალი გამარჯვება უნდა იყოს და ამ გასული ორი წლის გახსენებისას ვფიქრობ, რომ სხვაგვარად ვერც იქნება. იხსენებ, რა გააკეთეს უკვე უკრაინელებმა. ხალხი, რომელმაც პირველ სამ დღეს გაუძლო, არ დაეცა მეოთხე დღეს და მოიგო მეხუთე. შემდეგ თვე, ექვსი თვე და ახლა უკვე ორი წელი. თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლას ამ დიადი ქვეყნის დიადი ხალხი აწარმოებს.
წარმოუდგენლად ვამაყობ თითოეული მათგანით. ყველა ნორმალურს სურს ომის დასრულება, თუმცა არავინ დაუშვებს უკრაინის დასრულებას. სიტყვასთან „მშვიდობა“ ყოველთვის ჟღერს „სამართლიანი“ და მომავალში, სიტყვა „უკრაინასთან“ ყოველთვის იქნება სიტყვა „დამოუკიდებელი, მადლობა თქვენ, მეომრებო, ჩვენო ხალხო და მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც ჩვენს გვერდით და სიმართლის გვერდით დგას," “, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.