რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დედას ლუდმილა ნავალნაიას სამი საათი მისცეს მათ პირობაზე დასათანხმებლად - რომ ის შვილს საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე დაკრძალავს.
ამის შესახებ ცნობას ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში ავრცელებს.
ნავალნის დედა თუ ულტიმატუმს არ დათანხმდება, მის შვილს კოლონიის ტერიტორიაზე დამარხავენ.
„ის {ლუდმილა ნავალნაია} ითხოვს კანონის დაცვას, რომელიც ავალდებულებს გამომძიებლებს, გარდაცვალების მიზეზის დადგენიდან ორ დღეში გადასცენ ცხედარი. მის მიერ ხელმოწერილი სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, ეს ორი დღე ხვალ იწურება. ის მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ დაუშვას პანაშვიდი და დაკრძალვა ჩვეულების შესაბამისად ჩატარდეს“, - განაცხადა იარმიშმა.