სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განაცხადებით, სომხეთმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მონაწილეობა გაყინა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორგანიზაციამ უსაფრთხოების სფეროში მათ მიმართ არსებული ვალდებულებები არ შეასრულა. ერევანი ორგანოზაციას ბრალს სდებს ყარაბაღის კონფლიქტის დროს გამოვლენილ უმოქმედობაში.
„ჩვენი აზრით, სომხეთის მიმართ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ არ განხორციელებულა, განსაკუთრებით, 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩეს. ჩვენ გავყინეთ მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზის დახურვის შესახებ შეკითხვაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ არ მიმდინარეობს.