რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა აცხადებს, რომ მას შვილის ცხედარი აჩვენეს. ამის შესახებ ნავალნის დედამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„გამომძიებლები ამბობენ, რომ მათთვის ცნობილია, სიკვდილის მიზეზი. ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რაც ვნახე, მზად აქვთ, სამედიცინო გარდაცვალების მოწმობას მოვაწერე ხელი. კანონის მიხედვით, ალექსეის ცხედარი სასწრაფოდ უნდა გადმომეცეს, მაგრამ მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად, მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ, სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ალექსეი.
მათ სურთ, რომ ეს ფარულად, დამშვიდობების გარეშე მოხდეს. უნდათ, სასაფლაოს განაპირას, ახალ საფლავზე მიმიყვანონ და თქვან, აქ წევს შენი შვილიო. მე არ ვეთანხმები ამას. მე მინდა, რომ მათ, ვისთვისაც ძვირფასია ალექსეი, ვისთვისაც მისი სიკვდილი პირადი ტრაგედია გახდა, ჰქონდეს საშუალება დაემშვიდობოს მას. ამ ვიდეჩანაწერს იმიტომ ვაკეთებ, რომ მუქარა დამიწყეს. თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, თუ ფარული დაკრძალვაზე არ დავთანხმდები, ჩემი შვილის ცხედარს რამეს გაუკეთებენ. გამომძიებელმა ვოროპაევმა ღიად მითხრა, დრო შენს მხარეს არ არის, ცხედარი იხრწნება“, - თქვა ნავალნის დედამ.