გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მმართველი კოალიციის ინიციატივას, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, Taurus-ის რაკეტებზე ჩანაწერის გარეშე. იუწყება "დოიჩე ველე".
ინიციატივას მხარი დაუჭირა 382-მა დეპუტატმა, 284-მა კანონმდებელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ორმა კი, თავი შეიკავა.
პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს თუ არა დამტკიცებული ინიციატივა კიევისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას.
საკითხის განხილვის დროს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ამას, მისი თქმით, მოწმობს ახლახანს გაფორმებული უსაფრთხოების ხელშეკრულება.
მანამდე ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგ მისცა ხმა.