უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლისთავზე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქცირებულთა სიას დაემატება 52 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი.
ლონდონის მიერ დაწესებული ახალი სანქციები მიმართულია საბრძოლო მასალების მწარმოებლებისკენ, ელექტრონიკის მწარმოებელი საწარმოებისკენ, ასევე კომპანიებისკენ, რომლებიც ალმასებითა და ნავთობით ვაჭრობენ.
„დღეს დაწესებული შემზღუდავი ზომები ძირს გამოუთხრის რუსეთის პრეზიდენტის შესაძლებლობას, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობითა და საჭირო შეიარაღებით მოამარაგოს რუსეთის არმია, რომელიც ისედაც პრობლემებს განიცდის და ასევე არ მისცემს მას საშუალებას, შეავსოს რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა.
ამასთან, შეერთებული შტატები პაასკევს, 23 თებერვალს გამოაცხადებს სანქციების ახალ მსხვილ პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ, რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასა და უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით.