ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ როდესაც უკრაინა მოკავშირეებისგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს მიიღებს, მას ექნება თავდაცვის უფლება, მათ შორის უკრაინის საზღვრებს მიღმა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ლეგიტიმური დარტყმების განხორციელების უფლება.
ამის შესახებ სტოლტემბერგმა „რადიო თავსუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, თუ როდის შეძლებს უკრაინა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიღებას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამის თქმა შეუძლებელია. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ყველა მოკავშირეს სურს გამანადგურებლები უკრაინას არც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს, თუმცა აღნიშნა, რომ F-16-ის ეფექტი უფრო დიდი იქნება, თუ მფრინავები უკეთ მოემზადებიან და ტექნიკური ეკიპაჟები და სხვა დამხმარე პერსონალი კარგად იქნება გაწვრთნილი.
„ამიტომ, ვფიქრობ, რომ სამხედრო ექსპერტებს ზუსტად მაშინ უნდა მოვუსმინოთ, როცა მზად ვიქნებით, ან როცა მოკავშირეები იქნებიან მზად დაიწყონ F-16-ების მიწოდება. რაც უფრო მალე, მით უკეთესი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, თითოეული მოკავშირე გადაწყვეტს მიაწოდოს თუ არა F-16-ები უკრაინას, მოკავშირეებს განსხვავებული პოლიტიკა აქვთ. მაგრამ ამავე დროს, უკრაინაში აგრესიული ომია და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება მათ შორის უკრაინის გარეთ, რუსეთის სამხედრო ობიექტებზე ლეგიტიმური დარტყმებისაც.