უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს. ამის შესახებ ალბანეთის პრეზიდენტმა ედი რამამ ანკარაში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკის და ერდოღანის შეხვედრა შესაძლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე შედგეს, რომელიც თებერვლის ბოლოს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაშია დაგეგმილი.
"მე ვაცნობე პრეზიდენტ ერდოღანს, რომ ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ასევე მოწვეულია თურქეთი და მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დატვირთული დღის წესრიგი აქვს, მან მიიღო ეს მოწვევა", - თქვა რამამ.
ცნობილია, რომ უკრაინა თურქული მეხუთე თაობის Kaan-ის ტიპის გამანადგურებლების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვასილი ბოდნარმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი სპეციალისტები ახალი გამანადგურებლის ძრავის შექმნის პროექტის ფარგლებში მუშაობენ. სამომავლოდ კი Kaan-ს შეეძლება კონკურენცია გაუწიოს ამერიკულ მეხუთე თაობის გამანადგურებლებს.