Reuters-ის ინფორმაციით, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.
გამოცემა წერს, რომ რუსეთმა ირანისგან 400 ერთეული ბალისტიკური რაკეტა მიიღო, რომელთა უმეტესობა „ფატეჰ 110“-ის ოჯახს მიეკუთვნება. რაკეტების მოქმედების მანძილი 300-დან 700 კილომეტრამდეა.
გამოცემის ირანულმა წყაროს თქმით, მიწოდება დაიწყო იანვრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც შეთანხმება დასრულდა გასული წლის ბოლოს შეხვედრებზე ირანელ და რუს სამხედროებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის თეირანსა და მოსკოვში.
ირანელმა სამხედრო ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ რაკეტების სულ მცირე ოთხი მიწოდება განხორციელდა და უახლოეს კვირებში კიდევ გაგრძედება.
კიდევ ერთი ირანელი მაღღალჩინოსნის თქმით, ტაკეტების ნაწილი რუსეთში რუსეთში კასპიის ზღვის გავლით გაიგზავნა, ნაწილი კი თვითმფრინავით.
"მეტი მიწოდება იქნება, არ არსებობს ამის დამალვის საფუძველი. ჩვენ გვაქვს უფლება, იარაღის ექსპორტი ნებისმიერ ქვეყანაში განვახორციელოთ", - თქვა ირანელმა ოფიციალურმა წყარომ.