ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ახლო პარტნიორია და ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას.
აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„საქართველო არის ქვეყანა რომლის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. ნატო მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მიუღებელია რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მუქარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტოლტენბერმა.