საქართველოში როცა ვიყავი ჩასული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო, ეს ყველასთვის გასაოცარი იყო. თან ეს არც მხოლოდ ჩემი ვიზიტისთვის გაკეთდა, ზოგადად, ჩემს ვიზიტამდეც და მის შემდეგაც ასე იყო, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველოს მოსახლეობას მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა.
„ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ, რომ გავზარდოთ მედეგობა ქვეყნის, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პატივისცემა მოხდეს“, – განაცხადა ბორელმა.