გერმანიის მმართველმა კოალიციამ მოამზადა წინადადება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და იარაღის სისტემების მიწოდების შესახებ. პაკეტი შეიძლება შეიცავდეს Taurus-ის რაკეტებს. იუწყება Stern.
ბუნდესტაგში დახმარების პაკეტის კენჭისყრა უახლოეს კვირაში იგეგმება. Taurus-სრაკეტები, რომლებსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს, პირდაპირ არ არის ნახსენები პროექტში, მაგრამ საუბარია „დამატებით საჭირო შორი დისტანციის იარაღის სისტემების მიწოდებაზე“.
Taurus-ის რაკეტებს შეუძლიათ მიაღწიონ სამიზნეებს 500 კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებით. რაკეტის განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ მას შეუძლია ფრენა უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე - დაახლოებით 50 მეტრზე. ეს თითქმის შეუძლებელს ხდის მის აღმოჩენას რადარით. Spiegel-ის ცნობით, ათი წლის წინ გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის 600-მდე Taurus-ის რაკეტა იყო შეძენილი, რომელთაგან დაახლოებით 150 მზადაა ექსპლუატაციისათვის.
ჯერ კიდევ 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინამ მიმართა გერმანიის მთავრობას ამ რაკეტების მიწოდების თხოვნით. თუმცა, 2024 წლის იანვარში ბუნდესტაგმა უარყო რეზოლუცია უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესახებ.
Taurus-ს რაკეტებს ბრიტანული Storm Shadow-ის ანალოგს უწოდებენ, რომელიც უკვე მიეწოდა უკრაინას და მის ჯარებს საშუალება მიეცა შეტევა განეხორციელებინათ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი გამოიყენეს ლუჰანსკზე იერიშის დროს, რომელიც მანამდე არსებული იარაღით კიევისთვის მიუწვდომლად მიიჩნეოდა.