გასულ ღამეს რუსეთის ძალები უკრაინას სამი რაკეტითა და 23 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხნენ. უკრაინის შეიარაღებულ ძალების ცნობით, ყველა მათგანი განადგურებულია.
უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება უკრაინის დამცველებმა ხარკოვის, პოლტავის, კიროვოჰრადის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში შეძლეს.
პოლტავის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმისას ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ობიექტში. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, „შაჰედის“ ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლები და მანქანები დააზიანა დნიპროპეტროვსკის ოლქში.