რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ვითარება ფრონტის იმ ნაწილში, სადაც რუსეთის ჯარები არიან განლაგებული, უკიდურესად რთულია.
„ახლა უკიდურესად რთული ვითარებაა ფრონტის ხაზის რამდენიმე ნაწილში, ზუსტად იქ, სადაც რუსეთის ჯარებს აქვთ მაქსიმალური რეზერვები ჰყავთ მობილიზებული. ისინი სარგებლობენ უკრაინის დახმარების გაჭიანურებით და ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია“, – განაცხადა ზელენსკიმ კუპიანსკში ფრონტის ხაზის მონახულების შემდეგ ვიდეომიმართვისას.