ალექსეი ნავალნის უეცარმა გარდაცვალებამ მაიძულა, სულ უფრო მეტად გამეცნობიერებინა, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპს თავის განცახდებაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახელი არ უხსენებია.
"ეს არის ნელი, მაგრამ სტაბილური თანმიმდევრობა, სადაც თაღლით და რადიკალ მემარცხენე პოლიტიკოსებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს განადგურების გზით მივყავართ. ღია საზღვრები, გაყალბებული არჩევნები და უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები ანადგურებს ამერიკას", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ სოციალური მედიის მომხმარებლებმა გააკრიტიკეს დონალდ ტრამპი იმის გამო, რომ მას, ისევე როგორც ვლადიმირ პუტინს, მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.