ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა შევინარჩუნოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენისა და სხვა რეგიონების სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ევროკავშირთან და ზოგადად ყველა ჩვენს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობაში, მნიშვნელობას ვანიჭებ არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ ღირებულებებზე დამყარებულ ურთიერთობებს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, მნიშვნელოვანია თუ არა ჩვენთვის დემოკრატია. ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან დღეს დემოკრატიის წყალობით ვითარდება. ევროკავშირი მხარს გვიჭერს დემოკრატიის საკითხში და ჩვენ ასევე ვსწავლობთ რა არის დემოკრატია“, - განაცხადა მან.
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში.
„მე დიდი ხანია ვამბობ, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში. და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. ძალიან გვტკივა, რომ ამ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია“, - განაცხადა ფაშინიანმა გერმანიაში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.