მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ფრნაგ კოლეგასთან, სტეფან სეჟურნესთან.
შეხვედრის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ზე წერს:
"სტეფან სეჟურნე: ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა ევროპულ გზაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები."