ნიუ იორკის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით, 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
მოსამართლე არტურ ენორგონმა ტრამპს ასევე აუკრძალა სამი წლით ბიზნესსაქნიანობა.
ტრამპს და მის ოჯახურ ბიზნესს ადანაშაულებენ ათწლეულის განმავლობაში მისი ქონების ხელოვნურად გაზრდაში 3,6 მილიარდი დოლარით წელიწადში, ბანკების მოტყუების მიზნით სესხის პირობების მისაღებად.
ნიუ იორკის პროკურატურა ტრამპს თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებაში და ცრუ ფინანსური ანგარიშების შედგენაში სდებდა ბრალს.
გარდა ამისა, სასამართლომ ტრამპს აუკრძალა ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება ნიუ იორკის შტატში რეგისტრირებულ ნებისმ კომპანიაში. ანალოგიური შეზღუდვა, ორი წლით, დაუწესდათ ტრამპის შვილებსაც.
სასამართლო პროცესზე ტრამპმა უარყო რაიმე სახის დარღვევა და საქმეს პოლიტიკური შურისძიება უწოდა.