გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმიანება.
„ალექსეი ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა. შემზარავია, რომ გაბედული, უშიშარი ხმა, რომელიც დადგა თავისი ქვეყნის დასაცავად, საშინელი მეთოდებით გააჩუმეს. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან, შვილებთან, მეგობრებთან და კოლეგებთანაა“, - აცხადებს ანგელა მერკელი.
რუსული მედიის მტკიცებით, ნომერ მე-3 კოლონიაში სეირნობის დროს, ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.