ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა წარმომადგენელთა პალატას მიმართა სწრაფად დაამტკიცოს კანონპროექტი უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ.
„აშშ-ის დახმარების გარეშე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს ეწურებათ საბრძოლო მასალა,“ - განაცხადა სალივანმა.
ბაიდენის მრჩეველმა კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს მაიკ ჯონსონს მოუწოდა სწრაფად გაიტანოს კანონპროექტი კენჭისყრაზე" და გამოთქვა რწმენა, რომ მას მხარს დაუჭერს ორივე პარტიის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა.
„ყოველდღე ზარლდება როგორც უკრაინელების, ისე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. ფსონები ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც ჩვენი უმოქმედობის საფასური, განსაკუთრებით უკრაინაში.
ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტ ცნობებს ვიღებთ იმის შესახებ, თუ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელები როგორ ზოგავენ საბრძოლო მასალას ან საერთოდ არ აქვთ ის. მაგრამ რუსები აგრძელებენ შეტევას ხმელეთზე და ჰაერში, ცდილობენ გამოფიტონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რომლის განვითარებაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ბოლო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა სალივანმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ სენატის მიერ დამტკიცებული კანონს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს, კონგრესი არ დაამტკიცებს. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ კანონში არ შევიდა აშშ-ის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.