ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მიზანია, აღკვეთოს ომი და შეინარჩუნოს მშვიდობა, რათა თავიდან აირიდოს ალიანსის მოკავშირეებზე თავდასხმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-მ 75 წლის განმავლობაში აღკვეთა თავდასხმა თავის ნებისმიერ მოკავშირეზე და ეს შეძლო, რადგან მათ მკაფიოდ ჰქონდათ განსაზღვრული, რომ მზად არიან მოკავშირეების დასაცავად.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მიზანია, აღკვეთოს ომი და შეინარჩუნოს მშვიდობა, რათა თავიდან აირიდოს ალიანსის მოკავშირეებზე თავდასხმა.
„ამას ათწლეულების განმავლობაში წარმატებულად ვახორციელებდით, რადგან ჩვენი შეკავება არის სანდო. ნებისმიერი ვარაუდი, რომ ჩვენ არ ვდგავართ ერთმანეთის გვერდით ან არ ვაპირებთ ერთმანეთის დაცვას, ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი მისი გზავნილია: „ძირი არ გამოუთხაროს ნატო-ს შეკავების სანდოობას“.
„ჩვენი შეკავების სისტემას მეტოქეები ითვალისწინებენ და არ უნდა მივცეთ მათ არასწორი დასკვნების გაკეთების საშუალება მოსკოვში ჩვენს მზაობასთან, ვალდებულებასთან დაკავშირებით, დავიცვათ თითოეული მოკავშირე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.