აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმრთა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს შეაჩეროს კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას პრეზიდენტის იმუნიტეტი ჩამოერთვა კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე. იუწყება CNN.
„პრეზიდენტ ტრამპის ერთთვიანი სისხლის სამართლის პროცესის ჩატარება წინასაარჩევნო პერიოდში რადიკალურად ძირს უთხრის პრეზიდენტ ტრამპის უნარს, აწარმოოს კამპანია პრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ“, - წერენ იურისტები უზენაესი სასამართლოსადმი მიმარვაში. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ტრამპისა და ათობით მილიონი ამერიკელი ამომრჩევლის ინტერესებს.
შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ აქვს იმუნიტეტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისა საქმეზე.
3 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპს არ შეუძლია ისარგებლოს საპრეზიდენტო იმუნიტეტით ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად.
ტრამპს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სხვა გზითაც შეუძლია. ,ას შეუძლია კოლუმბიის ოლქის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვა მოსთხოვოს.