ესტონეთის პრემიერ მინისტრი კაია კალასი სისხლის სამართლის ბრალდებით ძებნილთა სიაშია შეყვანილი. იტყობინება რუსული სააგენტო "ტას"-ი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით.
"კაია კალასი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით", - ნათქვამია მონაცემთა ბაზაში, თუმცა არ არის მითითებული, რა მუხლით არის ძებნა გამოცხადებული.
ამასთან, ძებნაა გამოცხადებული ესტონეთის სახელმწიფო მდივან ტაიმარ პეტერკოპზე.
"ტას"-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიას განუცხადა, რომ " კალასისა და პეტერკოპის წინააღმდეგ საქმე აღიძრა საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურებისა და დაზიანებისთვის".