საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ ნატო-ს გარდა უსაფრთხოების დამატებითი სტრუქტურის შექმნა მოითხოვა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ.
ტრამპის სიტყვების კომენტირებისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „დიახ, ჩვენ გვჭირდება სიცოცხლის მეორე დაზღვევა, არა ნატო-ს ნაცვლად ან მის წინააღმდეგ, არამედ დამატებით“.
ევროპა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ აშშ-მა შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ელი მოკავშირეები.
ევროპა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ აშშ-მა შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ელი მოკავშირეები, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია ევროპელებისთვის, რათა მოემზადონ იმ შოკისმომგვრელი სცენარისთვის, რომელიც აღწერა აშშ-ის ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ პერიოდის განმავლობაში, რათა გავაანალიზოთ მომავალი, კერძოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადა სეჟურნემ.
ტრამპმა თქვა, რომ წაახალისებდა რუსეთს ალიანსზე თავდასხმაში.