ევროკავშირი გეგმავს სანქციების სიაში შეიყვანოს სამი ჩინური კომპანია, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სანქციები დაწესდება ჩინური კომპანიების წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
სანქციების პროექტი ჯერ კიდევ მოითხოვს ყველა წევრი ქვეყნისგან თანხმობას, რომელთაგან ზოგიერთმა მანამდე დაბლოკა ჩინური კომპანიების დასანქცირება.
აღნიშნულია, რომ წინადადებათა პროექტის მიხედვით, სიაში ასევე მოხვდნენ კომპანიები ჰონგ კონგიდან, სერბეთიდან, ინდოეთიდან და თურქეთიდან.
სანქციების დაწესების შემთხვევაში ევროპის კომპანიებს სიაში შემავალ ფირმებთან ვაჭრობა აეკრძალებათ.
ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რომელიც პეკინს თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად მიიჩნევს.
კომპანიები არ სახელდება, მაგრამ აღნიშნულია, რომ დოკუმენტის მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც ძირითადად ტექნოლოგიებითა და ელექტრონიკით არიან დაკავებული, ბრალი ედებათ რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური გაძლიერების ხელშეწყობაში ან რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებაში.